გგონიათ, რომ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება საჯაროდ აგინებს დასავლეთს, აბრალებს, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა და ჯარში სამხედროებს სხვა რამეს ეუბნება? - ამ შეკითხვით "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციურ პარტიებსა და მათ ლიდერებს მიმართავს.
ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ინტერესდება, რატომ უჭერს მხარს ოპოზიცია "პრორუსი ან პირდაპირ რუსი ხელისუფლების მიერ" ჯარში ახალგაზრდების წაყვანას.
"ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური გარდა იმისა, რომ ამორალური და ეკონომიკური თუ სამხედრო თვალსაზრისით არაეფექტურია, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მასების ცნობიერებაზე ზემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო და აპრობირებულ ინსტრუმენტს. ახალგაზრდების, თაობების მასიურად ტვინების წმენდა თუ გინდა, მისწრებაა. ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა და იყენებს.
ჰოდა, როცა ამბობთ (სამართლიანად) რომ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის ინტერესების გამტარებელია ან პირდაპირ რუსეთის დასმულია და ყველგან და ყველაფერში იმას აკეთებს, რაც რუსეთს ესიამოვნება ან არ გააღიზიანებს, ეგ ჯარზე არ ვრცელდება? გგონიათ, რომ საჯაროდ აგინებენ დასავლეთს, აბრალებენ რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდა და ჯარში სამხედროებს სხვა რამეს ეუბნებიან? კონტაქტები არ გაქვთ და არ იცით რას ეუბნებიან?
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გულწრფელად გჯერათ რომ ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის, რატომ უნდა უჭერდე მხარს პრორუსი ან პირდაპირ რუსი ხელისუფლების მიერ ჯარში ახალგაზრდების წასხმას? ამას აკეთებს ბიძინა ახლა დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით და ამ მავნებლობის მხადაჭერით, პირდაპირ ეხმარებით მას და შესაბამისად, რუსეთს. ჰოდა, რანაირად უთავსებთ ერთმანეთს ამ ყველაფერს? ასე რთულია ამის გააზრება?" - მიმართავს ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press