Foto

რატი ბრეგაძე - „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოითხოვდნენ წამების შეჩერებას სააკაშვილის მიმართ, ამაზე დიდი პარადოქსი და დაცინვა რა უნდა იყოს

„ნაციონალური მოძრაობიდან“ მოითხოვდნენ წამების შეჩერებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა რა უნდა იყოს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უწყებას არაფერი აქვს დასამალი და პირიქით არის სურვილი, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ცილისწამება არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ამ ადამიანის [მიხეილ სააკაშვილი] პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს საზოგადოებასთან, გვაქვს შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან და ვაწვდით ინფორმაციას. ამას ვამბობ ხაზგასმით, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით, გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოედინება ცილისწამების ძალიან დიდი ნიაღვარი არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგალითად დღესაც იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილი იყო რამდენიმე აქტივისტი რადიკალური ოპოზიციიდან, კერძოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოითხოვდნენ წამების შეჩერებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა რა უნდა იყოს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას, კერძოდ პატიმრის“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.