ცდილობენ, საზოგადოების ნაწილი და საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე, ეს არის მათი სამარცხვინო ილუსტრაცია, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმდჯომარე, გიგა ბოკერია მამუკა მდინარაძის მიერ ფრიდონ ინჯიას მიერ გახმაურებულ ინიციატივაზე გაკეთებულ განცხადებას.
მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აღარავის უჩნდება კითხვები თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, ყველა ნათლად დარწმუნდა რუსეთის ბრალეულობაში, თუმცა ქართული ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს გამოასწოროს ეს "შეცდომა" და დაუდასტუროს საზოგადოების ნაწილს, რომ ძველი მთავრობა, რადგან ის ქართველ ხალხს წარმოადგენდა, არის დამნაშავე ომში.
“ახლა უკრაინის წინააღმდეგ ამ ბოლო აგრესის შემდეგ დასავლეთშიც და ჩვენი ქვეყნის შიგნითაც კი, თუ ვინმეს ჰქონდა რუსული პროპაგანდის გამო არეული სურათი თავში, რომ ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, ეს კითხვა მოიხსნა ფაქტობრივად,
თუმცა ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილის რეჟიმმა როგორც ჩანს უნდა გამოასწორონ ეს ბრჭყალებში შეცდომა, უნდა დაუდასტურონ ჩვენი საზოგადოების ნაწილს, ვისაც სჯერა მათი და საერთაშორისო საზოგადოება, რომ ძველი მთავრობა, ანუ საქართველო, რადგან ის ქართველ ხალხს წარმოადგენდა, არის დამნაშავე ამ ომში
ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, და სწორედ მათ შორისაა ომის შიშის დანერგვის საკითხიც”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, "ევროპელი სოციალისტები“, პროკურატურაში 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press