არ დავფიქრდებით ჩინური კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის სანქციების დაწესებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი დაარღვევს ჩვენს სანქციებს და ეცდება რუსეთის დახმარება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონ ბლინკენმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები შეშფოთებულია ინფორმაციით, რომ ჩინეთი განიხილავს მისი ზოგიერთი კომპანიის არალეტალური მხარდაჭერიდან უკრაინაში რუსეთი სამხედრო ძალისხმევის დე ფაქტო ლეტალურ მატერიალურ მხარდაჭერაზე გადასვლას.
„არ დავფიქრდებით ჩინური კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის სანქციების დაწესებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი დაარღვევს ჩვენს სანქციებს და ეცდება რუსეთის დახმარებას. ჩვენ ამას პირველივე დღიდან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მიზეზი, რის გამოც ამ საკითხზე ვსაუბრობ არის ის, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომ ჩინეთი განიხილავს მისი ზოგიერთი კომპანიის არალეტალური მხარდაჭერიდან უკრაინაში რუსეთი სამხედრო ძალისხმევის დე ფაქტო ლეტალურ მატერიალურ მხარდაჭერაზე გადასვლას“, - განაცხად ენტონი ბლინკენმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press