ჩემი აზრით, იმისთვის, რომ სიტუაცია დაიძაბოს და პირველი ნაბიჯები გადაიდგას, ოპოზიციად ვისაც მიაჩნია თავი, უნდა დატოვოს ეს ცრუ პარლამენტი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს უნდა გაკეთდეს არა ელჩებთან კომუნიკაციით, არამედ უნდა გავიდნენ პირდაპირ ქუჩაში და დადგნენ პარლამენტთან და საკითხის გარშემო დასვან კითხვის ნიშნები.
"ჩემი აზრით, იმისთვის, რომ სიტუაცია დაიძაბოს და პირველი ნაბიჯები გადაიდგას, ოპოზიციად ვისაც მიაჩნია თავი, უნდა დატოვოს ეს ცრუ პარლამენტი და ეს გააკეთოს არა ელჩებთან კონსულტაციით, არამედ ქუჩაში გავიდეს, პარლამენტთან დადგეს, კითხვის ნიშანი დასვას და ვნახოთ რამდენი მოქალაქე ეტყვის, რომ აი, იქ დასხედით და მათთან ერთად განიხილეთ კანონი უცხოელი აგენტების თაობაზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press