საბერძნეთში, ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევას სულ მცირე 32 ადამიანი ემსხვერპლა, 85-ზე მეტი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელს 350 მგზავრი გადაჰყავდა. მაშველებმა სამგზავრო მატარებლიდან 194 მგზავრის ევაკუაცია მოახერხეს. დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ამასთან, როგორც საბერძნეთის საგანგებო სამსახურში აცხადებენ, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press