ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევაც მექნება გაერო-ს წარმომადგენლობისთვის - ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით, - ასე ეხმიანება ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი, სოზარ სუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკულ შეფასებას „უცხოური აგენტების“კანონპროექტზე.
სუბარი თვლის, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, შეუძლებელია ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის.
"შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ეს წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ.
იმედია, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს არ უყურებს, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას, სადაც სხვა სტანდარტი უნდა იყოს და სხვა სტანდარტი - შეერთებულ შტატებში ან კანადაში.
ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევასაც მექნება გაეროს წარმომადგენლობისთვის - ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით", - წერს სოზარ სუბარი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში.
გაეროს წარმომადგენლობამ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press