ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატო-ში შესვლის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ფინელმა კანონმდებლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და მოახდინეს რატიფიცირება ნატოში გაწევრიანების საკითხზე.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის გადაწყვეტილებას 184-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 7 წინააღმდეგი იყო.
შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანების ბედი მხოლოდ თურქეთის ხელშია.
თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ, თუმცა მხარს არ უჭერს შვედეთის განაცხადს.
”ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ფინეთთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ შვედეთმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას”, - განაცხადა ერდოღანმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press