ხერსონის ოლქის 70 000-ზე მეტმა მცხოვრებმა რუსული პასპორტი მიიღო, - ამის შესახებ ვლადიმერ სალდო აცხადებს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის და მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში პასპორტების გაცემის ზრდას 150 000-მდე ელოდებიან.
„70 ათასზე მეტი რუსული პასპორტი ხალხზე უკვე გაიცა. კიდევ ბევრი აპლიკაციაა. ახლა შსს-ს ორგანოები, რომლებიც ამ საკითხს ეწევიან, დასაქმებულთა რაოდენობას ზრდიან. ჩვენ ველით, რომ 150 000-მდე პასპორტი გაიცემა მომდევნო ორ-სამ თვეში“, - განაცხადა სალდომ ტელეკომპანია „Россия 24“-ის ეთერში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press