ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ეს ინიციატივა არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკმა რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსული კანონპროექტი წინააღმდეგობაშია 12 რეკომენდაციიდან მინიმუმ 2-თან, აქედან გამომდინარე ის იტოვებს იმედს, რომ ინიციატივა არ დამტკიცდება და არ მიიღებს კანონპროექტის სახეს.
"შეშფოთება გამოითქვა არა მხოლოდ ჩემ მიერ, არამედ ელჩების მიერ, რომლებიც საქართველოში არიან. ძალიან ღია აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, განვიხილეთ დეტალები, ეს არ იყო მარტივი დისკუსია. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ეს ინიციატივა არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან და გავიმეორეთ, რომ ეს ინიციატივა არის წინააღმდეგობაში როგორც მინიმუმ 2 რეკომენდაციასთან 12 რეკომენდაციიდან, რომლების საქართველოს გადაეცა გასულ წელს ივლისში, რაც შეეხება სპიკერის ნაწილს, ჩვენ მოვისმინეთ არგუმენტები, რომ საჭიროა საქართველოში იყოს ასეთი კანონი, ეს დისკუსია გაგრძელდება ეს არ არის კანონპროექტი ეს არის ინიციატივა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინიციატივა არ გადაითარგმნება კანონში", - განაცხადა ჰერჩინსკმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press