ჩინეთის პოზიცია უკრაინაში კრიზისთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაფიოა, - ამის შესახებ ჩინეტის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჩინეთის პოზიციის არსი არის მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობა, აქედან გამომდინარე ქვეყნებმა უნდა გამოიჩინონ პატივისცემა უსაფრთხოებისადმი და დავიწყებულ უნდა იქნას ცივი ომი.
„ჩინეთის პოზიცია უკრაინაში კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. ჩინეთის პოზიციის არსი არის მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობა. ჩვენ უნდა მივყვეთ პოლიტიკური მოგვარების მიმართულებას, დავივიწყოთ ცივი ომის მენტალიტეტი, პატივი ვცეთ უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ შეშფოთებას და ავაშენოთ ევროპული უსაფრთხოების დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი არქიტექტურა“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press