გერმანია გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებასა და იარაღის შეკეთების შესაძლებლობებს, რათა უკეთ დაუჭიროს მხარი უკრაინის ბრძოლას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
მისივე თქმით, გერმანია გარდა იმ იარაღებისა, რომელებიც თავად მიაწოდა უკრაინას, ამასთან ერთად უზრუნველყოფს იმ საბრძოლო მასალის მიწოდებსა, რომელიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპაში.
„უკრაინის ერთწლიანმა მხარდაჭერამ ასევე მოგვცა ცოდნა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ ასევე არის საკმარისი მარაგი, სათადარიგო ნაწილები, რომ შევქმნათ ომში გამოყენებული იარაღის სარემონტო შესაძლებლობები, უკრაინის გარეთ მდებარე ადგილებში
ჩვენ უზრუნველვყოფთ საბრძოლო მასალის წარმოებას, როგორც იმ იარაღისთვის, რომელიც ჩვენ თვითონ მივაწოდეთ [უკრაინას], ასევე იმ იარაღისთვის, რომელიც მოდის იმ მარაგებიდან, რომელიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპაში“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press