Foto

ოლაფ შოლცი - გერმანია უკრაინის მხარდასაჭერად საბრძოლო მასალის წარმოებას გაზრდის

გერმანია გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებასა და იარაღის შეკეთების შესაძლებლობებს, რათა უკეთ დაუჭიროს მხარი უკრაინის ბრძოლას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანია გარდა იმ იარაღებისა, რომელებიც თავად მიაწოდა უკრაინას, ამასთან ერთად უზრუნველყოფს იმ საბრძოლო მასალის მიწოდებსა, რომელიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპაში.

„უკრაინის ერთწლიანმა მხარდაჭერამ ასევე მოგვცა ცოდნა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ ასევე არის საკმარისი მარაგი, სათადარიგო ნაწილები, რომ შევქმნათ ომში გამოყენებული იარაღის სარემონტო შესაძლებლობები, უკრაინის გარეთ მდებარე ადგილებში

ჩვენ უზრუნველვყოფთ საბრძოლო მასალის წარმოებას, როგორც იმ იარაღისთვის, რომელიც ჩვენ თვითონ მივაწოდეთ [უკრაინას], ასევე იმ იარაღისთვის, რომელიც მოდის იმ მარაგებიდან, რომელიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპაში“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.