ჰქონდა კრიზი და მეტყველება წაერთვა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სააკაშვილი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ მეტყველებდა.
"ადამიანს ჰქონდა კრიზი გუშინ საღამოს. მეტყველება წაერთვა საერთოდ, რომ თენდებოდა, მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა. ასეთია მისი მდგომარეობა. საჭმლის დანახვა არ უნდა საერთოდ. ყველაფერი უკანკალებს. ცუდად არის ადამიანი. ვერ მეტყველებდა მთელი ნახევარი დღე, ფაქტობრივად", - განაცხადა ალასანიამ.
თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია...
16 მაისს, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ...
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
Mana press