„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რეესტრში შეიყვანენ ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერს და ორგანიზაციის წევრს, რომელიც ფინანსდება რუსეთის მიერ და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანი საქართველოში რუსული გავლენების გაზრდაა.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი“ წარმოადგენს დასავლური ღირებულებების სრულ უგულებელყოფას და რუსული გავლენების გაძლიერებას საქართველოში.
ამ კანონის მიღება და ინიცირება არის აღიარება, რომ ისინი „ქართული ოცნების“ სახით უარს ამბობენ და ეწინააღმდეგებიან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის არჩევანს და ღიად აწარმოებენ ანტიდასავლურ პოლიტიკას. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონის მხარდაჭერა იქნება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც უხეშად დაარღვევს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას, საჯარო საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას და სხვა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
ვითვალისწინებთ რა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით მე-2 თავით გარანტირებულ უფლებებს, ასევ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სულისკვეთებას და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გამოდის ინიციატივით შეიქმნას „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრი“ და მასში შეყვანილ იქნას ყველა ის პოლიტიკური ლიდერი და ორგანიზაციის წევრი, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთიდან და იმავდროულად მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანს წარმოადგენს რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.
გარდა ამისა, ბეჟაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს აღნიშნულ რეესტრში შეყვანილი პირების სანქცირებისკენ მოუწოდებს.
"მივმართავთ საერთაშორისო სტრუქტურებს და მოვუწოდებთ, რომ საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებში იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ რუსული კანონის მიღებას შეუჩერდეთ უფლებამოსილება და წევრობა. ესენია: ეუთოს საპარლამენტო ანსამბლეა, ევროსაბჭო, ნატო-ს საპარლამენტო ანსაბლეა, ევრონესტი და ა.შ.
მივმართავთ ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს, შეუჩერონ პოლიტიკური ჯგუფის წევრობს იმ პარტიების წარმომადგენლებს, ვინც მხარს დაუჭერს რუსული კანონის მიღებას საქართველოში.
მოვუწოდებთ ასევე საქართველოში არსებულ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის კავშირის ქვეყნების საელჩოებს, იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ აღნიშნულ კანონს, მათ და მათი ოჯახის წევრებს დაუწესონ სავიზო შეზღუდვები და აეკრძალოთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გადაადგილება.
მივმართავთ ასევე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის სტრუქტურებს, “საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრში” შეყვანილ პირებს შეეზღუდოთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების განკარგვის უფლება, მათ შორის გაუუქმდეთ არსებული ანგარიშები და აეკრძალოთ ახალი საბანკო ანგარიშების გახსნა“,- დასძინა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.
კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი აცხადებს, რომ ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტს მხარს დაუჭერს და პირველი მოსმენით იქნება მიღებული. შემდეგ კი, დოკუმენტები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press