ყველა დეპუტატი მამაკაცი გაიყვანეს "ქართული ოცნების" ზონდერებმა, ძირითადად დავრჩით აქ ქალები, თუმცა ქალებზეც ძალადობენ, - ამის შესახებ ფრაქცია "ლელოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მას "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ხელი ჰკრა და პარლამენტის წევრ ანა ნაცვლიშვილს თავზე წყალი გადაასხეს, ის ამ სიტუაციას აფასებს, როგორც ველურ რუსულ ურდოს.
"ყველა დეპუტატი მამაკაცი გაიყვანეს "ქართული ოცნების" ზონდერებმა, ძირითადად დავრჩით აქ ქალები, თუმცა ქალებზეც ძალადობენ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ხელი მკრა, ანა ნაცვლიშვილს წყალი გადაასხეს, ეს არის ველური რუსული ურდოს წარმომადგენელი ხალხი", - განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის განხილვაა დაგეგმილი.
ადგილზე შეკრებილი არიან არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებით შეაცილეს.
ადგილზე შეკრებილები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა მმართველმა პარტიამ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მხოლოდ მათი მომხრეები დაუშვა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press