Foto

ჯაფარიძე - რასაც ახლა ხედავთ ე.წ. პარლამენტში, ეგაა რუსეთი ქართული გვარებით

რასაც ახლა ხედავთ ე.წ. პარლამენტში, ეგაა რუსეთი ქართული გვარებით,- ამის შესახებ  "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიიღების შემხთვევაში ის კიდევ უფრო გაიდგამს ფესვებს და 'უკან გამოძრომა კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდება".

"რასაც ახლა ხედავთ ე.წ. პარლამენტში, ეგაა რუსეთი ქართული გვარებით ყოველთვის ასე იყო ბოლო 2 საუკუნეა ამ კანონს თუ მიიღებენ, კიდევ უფრო გაიდგამს ფესვებს და უკან გამოძრომა კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდება ბეეევრად ძვირი გადადეთ გვერდით ყველა კაპრიზი, თუნდაც ლეგიტიმური
და გადით რუსთაველზე ახლა არავინ თქვენს გარდა ამის გამჩერებელი არაა",- წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში შეკრებილი იყვნენ არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც, რომლებიც "ხალხის ძალის" კანონპროექტს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მიღება დაუშვებელია. მათ საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებითაც შეაცილეს.

მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ოპოზიციონერმა ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ დღეს, 18:00 საათზე საპროტესტო აქციაც დააანონსეს.