თეთრი სახლი დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
როგორც კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ახალი პაკეტი HIMARS-ებისთვის საჭირო საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას მოიცავს.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის თქმით, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე იმსჯელებენ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, როდესაც ორი ლიდერი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდება.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე გამოაცხადა. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანის დახმარების პაკეტი 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press