რუსეთი აგრძელებს შეტევას ბახმუტთან, მათი დანაკარგი ყოველდღიურად 500-მდე მოკლულსა და დაჭრილს შეადგენს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ომის მიმდინარეობისას რა თქმა უნდა უკრაინაც განიცდის დანაკარგს, მაგრამ რუსების ჯარისკაცებთან შედარებით ბევრად ნაკლებს.
"რუსებმა ეს ნელი შეტევა ექვსი თვის წინ დაიწყეს და ჩვენ ვდგავართ ექვსი თვის განმავლობაში. რუსების დანაკარგები ყოველდღიურად 500-მდე მოკლულსა და დაჭრილს შეადგენს, ისინი საკუთარ ჯარისკაცებს ხორცსაკეპ მანქანასავით იყენებენ, მათთვის ჯარისკაცები მხოლოდ ქვემეხის საკვებია", - განაცხადა რეზნიკოვმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press