ძვირფასო ვოლოდიმირ ოლეკსანდროვიჩ, „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა პრაქტიკულად ალყა შემოარტყეს ბახმუტს, მიეცით საშუალება ჯარისკაცებს დატოვონ ქალაქი, - ამის შესახებ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ მას აქამდე პროფესიონალ უკრაინულ არმიასთან უწევდა ბრძოლა, ახლა სიტუაცია სხვაგვარია და ბრძოლის ველზე, ბევრი მოხუცი და ბავშვი შეინიშნება, რომელთა სიცოცხლეც ბახმუტთან ხანმოკლე იქნება.
„მივმართავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ძვირფასო ვოლოდიმირ ოლეკსანდროვიჩ, ვაგნერის ქვედანაყოფებმა პრაქტიკულად ალყა შემოარტყეს ბახმუტს. დარჩენილია მხოლოდ ერთი გზა. თუ ადრე ჩვენთან პროფესიონალი უკრაინული არმია იბრძოდა. დღეს სულ უფრო მეტ მოხუცებსა და ბავშვებს ვხვდებით. ისინი იბრძვიან, მაგრამ მათი სიცოცხლე ბახმუტთან მოკლეა. ერთი-ორი დღე. მიეცით მათ საშუალება, დატოვონ ქალაქი. ქალაქი პრაქტიკულად ალყაშია", - განაცხადა პრიგოჟინმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press