თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი დაიწყო.
საგამოძიებო უწყება დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავების დაუმორჩილებლობას ედავება.
მოსამართლე ვალერიან გაფრინდაშვილი დღეს 7 დაკავებულის საქმეს განიხილავს, როგორც ცნობილია სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე რამდენიმე აქციის მონაწილე გაათავისუფლა, ხოლო ორი დაკავებული მოქალაქის სასამართლო პროცესი 10 დღით გადაიდო.
შეგახსენებთ, გუშინ, 2 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ პროტესტისთვის 36 პირი დააკავა.
ამასთან ერთად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press