Foto

შოლცი ბაიდენს- მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედეთ ერთად, რომ გავაერთიანეთ ძალები და შესაძლებელი გავხადეთ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაწევა

თქვენ გააქტიურდით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უზრუნველყავით. მე ვიტყოდი, რომ სამხედრო მხარდაჭერის გარდა, უკრაინელებს თქვენ დიდი მორალური მხარდაჭერაც აღმოუჩინეთ, - ასე მიმართა თეთრ სახლში შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს.

ოლაფ შოლცმა კი განაცხადა, რომ წლის განმავლობაში გაერთიანებულად მოქმედება მნიშვნელოვანი იყო, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინისთვის აუცილებელი მხარდაჭერის გაწევა, მხარდაჭერის, რომელიც გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება.

"ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი წელია მსოფლიოსთვის დიდი საფრთხის გამო, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისგან მომდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ ერთად, რომ გავაერთიანეთ ძალები და შესაძლებელი გავხადეთ უკრაინისთვის აუცილებელი მხარდაჭერა მთელი ამ ხნის განმავლობაში", - განაცხადა შოლცმა.