თქვენ გააქტიურდით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უზრუნველყავით. მე ვიტყოდი, რომ სამხედრო მხარდაჭერის გარდა, უკრაინელებს თქვენ დიდი მორალური მხარდაჭერაც აღმოუჩინეთ, - ასე მიმართა თეთრ სახლში შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს.
ოლაფ შოლცმა კი განაცხადა, რომ წლის განმავლობაში გაერთიანებულად მოქმედება მნიშვნელოვანი იყო, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინისთვის აუცილებელი მხარდაჭერის გაწევა, მხარდაჭერის, რომელიც გაგრძელდება იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება.
"ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი წელია მსოფლიოსთვის დიდი საფრთხის გამო, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისგან მომდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმოქმედეთ ერთად, რომ გავაერთიანეთ ძალები და შესაძლებელი გავხადეთ უკრაინისთვის აუცილებელი მხარდაჭერა მთელი ამ ხნის განმავლობაში", - განაცხადა შოლცმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press