Foto

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა, 2 აპრილს აქციაზე დაკავებულ იმედა კლდიაშვილს 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 აპრილს დაკავებული აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი გუშინ ღამით გაიმართა.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა  მოქალაქე იმედა კლდიაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა, ხოლო 6 მოქალაქის პროცესი 22 მარტისთვის გადადო.

აქციის მონაწილეების თქმით, მოქალაქეების დაკავება სრულიად გაუგებარი ბრალდებით მოხდა და ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამატებას.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.