როდესაც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისა და ტერორის გამო, რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისმგებლობა დადგება, აღდგება სამართლიანობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველყოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმატება რუსი ომის დამნაშავეების დასჯაში.
“როდესაც უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიისა და ტერორის გამო, რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისმგებლობა დადგება, აღდგება სამართლიანობა. ჩვენ მაქსიმალურად ვაგროვებთ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის გამო ტრიბუნალისთვის. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უზრუნველვყოთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმატება რუსი ომის დამნაშავეების დასჯაში”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press