ფლორიდის შტატის რესპუბლიკელმა გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, რესპუბლიკელი კანონმდებლის ხელით,ფლორიდის კონგრესში დაარეგისტრირა კანონპროექტი “ინფორმაციის გავრცელების შესახებ”, რომელიც ანალოგია პუტინის მიერ, 2014 წელს ხელმოწერილი, “ბლოგერების შესახებ კანონის”.
ფლორიდის შტატში მცხოვრები ბლოგერები, თუკი ისინი დაწერენ სტატიას გუბერნატორზე, მისი კაბინეტის ან კონგრესის წევრებზე და ამაში კომპენსაციას მიიღებენ, ვალდებულები იქნებიან, რომ რეგისტრაცია გაიარონ შესაბამის უწყებაში, სტატიის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, და გაამხილონ კომპენსააციის წყარო და მიღებული თანხის ოდენობა.
ვალდებულების შეუსრულებლობა, ათასობით $-ის სანქციას გამოიწვევს.
ეს არის დესანტის მორიგი იერიში, ამჯერად მედიაზე, მას შემდეგ რაც აღმასრულებელი ბრძანებებით უკვე შეზღუდა საარჩევნო, მშვიდობიანი მანიფესტაციის, რეპროდუქციული, LGBTQI+ და განათლების უფლებები ფლორიდის შტატში.
ყოველ კვირას, აბსურდული კანონპროექტები რეგისტრირდება შტატების კონგრესებში, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა მკვდრადშობილია და ვერ ასწრებს კანონად ქცევას. ექსპერტების თქმით ამ ამბავსაც ეს ბედი ელის და მაინც, რომ მოხდეს სასწაული და ეს პროექტი კანონად იქცეს, ამას მოყვება სასამართლო სარჩელები და ამერიკელი მოსამართლე, ამ ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორების მიხედვით, თავზე გადაახევს ფლორიდას კანონს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press