ვლადიმერ პუტინი პასუხისგებაში უნდა მიეცეს, ამის გარეშე მშვიდობა არ იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინაში, ლვოვში მიმდინარე "ერთობა სამართლიანობისთვის" გამართულ კონფერნციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც საუბარია მშვიდობა, ასევე უნდა ვისაუბროთ ანგარიშვალდებულებაზეც და ვინც ჩაიდინა დანაშაული, დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა ვიპოვოთ სამართლებრივი საშუალება დასასჯელად.
"როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, უნდა ვისაუბროთ ანგარიშვალდებულებაზეც. ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულებზე, უნდა დაისაჯოს. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ვიპოვით იურისდიქციას აგრესიის დანაშაულისთვის, მაშინ უნდა ვიპოვოთ სამართლებრივი საშუალებები ამის გასაკეთებლად. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს მექანიზმები, უპირველესად მტკიცებულებების შეგროვებისთვის, შემდეგ კი მათი სისხლის სამართლებრივი დევნისთვის. საჭიროა სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, უკვე აღარ დგას საკითხი, როგორ, არამედ ეს უბრალოდ დროის საქმეა. საუბარია პასუხისმგებელი პირების, მათ შორის ვლადიმერ პუტინის პასუხისგებაში მიცემაზე, ამის გარეშე მშვიდობა არ გვექნება", - განაცხადა მეცოლამ.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press