ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას, ჩვენს ისტორიულ სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე, ევროატლანტიკური სივრცის წევრი გავხდეთ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ხალხის წინააღმდეგ არ წავა და "ხალხის ძალის" კანონპროექტს არ მიიღებს.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონი ვერ გავა პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი, დარწმუნებული ვარ, რომ არ მიიღებს ამ კანონპროექტს, იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას, ჩვენს ისტორიულ სურვილს, რომ ჩვენ, რაც შეიძლება მალე, გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის წევრი. მხედველობაში მაქვს, შევიდეთ ევროკავშირში და საქართველოს ჰქონდეს ნატო-ს ფარი. ამიტომ, ეს კანონი საფუძველშივე ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას. მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი შეიძლება წავიდეს საქართველოს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის 85%-ს სხვადასხვა შეფასებებით და რეფერენდუმებით, უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის წევრი. არ შეიძლება, რომ საქართველოს პარლამენტი წავიდეს. მე მესმის, რომ ის ინიცირებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტართა უმრავლესობა არ მიიღებს.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ყველა მეგობარი - ევროკავშირი, სადაც რაც შეიძლება მალე გვინდა შესვლა, წელს უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ყველაფერო უნდა გავაკეთოთ, მეორე - გაერო და მესამე - ჩვენი ნომერ პირველი პარტნიორი - აშშ, კიდევ ბევრი სხვა პარტნიორი, მოვისმინეთ გერმანიის, ბრიტანეთის ელჩების განცხადებები და აშ. - ყველა ჩვენი მეგობარი ძალიან დელიკატურად გვირჩევს, რომ დღეს კანონის მიღების საჭიროება არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება”, იქ ბევრს ვიცნობ, ამ კანონის მიღებისგან თავს შეიკავებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა.
კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press