რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, სწრაფად უნდა მოხდეს, რევოლუციურად სწრაფად უნდა შევცვალოთ ეს, სხვა შემთხვევაში, რუსეთის გუბერნია ვხდებით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქვეყნის მომავლის წარმმართველები სტუდენტები და ახალი თაობები არიან და მათ არ უნდა დაუთმონ კოლექტიურ პუტინისტებს და ივანიშვილს ქვეყანა.
"რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, სწრაფად უნდა მოხდეს, რევოლუციურად სწრაფად უნდა შევცვალოთ ეს, სხვა შემთხვევაში, რუსეთის გუბერნია ვხდებით. ამიტომ, მესმის ამ ადამიანების პროტესტის და მეტიც, მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ეს ქვეყანა არის თქვენი. თქვენ უნდა იყოთ ამ ქვეყნის ბედის წამმართველებიც და მონაწილეებიც ამ ქვეყნის მშენებლობის. ნუ დაუთმობთ კოლექტიურ ოხანაშვილებს, კოლექტიურ კობახიძეებს, კრემლისტებს, პუტინისტებს, ღარიბაშვილებს, ივანიშვილს, ნუ დაუთმობთ ამ ქვეყანას. ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ",- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press