თუ სააკაშვილი ციხეში დაიღუპება, ეს იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო ზარი, რომელიც დააშორებს ევროპას, ხოლო პუტინისთვის ეს იქნება ტრიუმფი, რომელიც საქართველოს 3,7 მილიონიან მოსახლეობას ავტორიტარულ მმართველობაში აცხოვრებს, - ამის შესახებ The Washington Post-ის სტატიაში ვკითხულობთ.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჯო ბაიდენს მიმართა, როგორც მეგობარს, ახლა კი დროა, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რათა მას მიეცეს საშუალება საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მიღების.
"ახლა მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ხოლო ამის გამო ქვეყანა თავისმხრივ ევროინტეგრაციის მიზნებს შორდება. 15 თებერვალს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია 577-33, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რათა მან შეძლოს საჭირო მკურნალობის მიღება", - ნათქვამია სტატიაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press