Foto

დეკანოზი თამაზ ლომიძე - რატომ უნდა მერჩივნოს ბოროტი ჩრდილოეთი დასავლეთის კულტურულ და ჰუმანურ ცივილიზაციას?

რუსეთმა ზიანის და განადგურების მეტი არაფერი მოუტანა ჩემს ხალხს და ეკლესიას, ხოლო ევროპამ ქვეყანაში ტაძრების და სიწმინდეების აღდგენა-გადარჩენა დააფინანსა,  - ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა ერჩივნოს ადამიანს ბოროტი ჩრდილოეთი დასავლეთის კულტურულ და ჰუმანურ ცივილიზაციას.

"თავად შეაფასეთ, თუნდაც მე, ერთ ქართველ სასულიერო პირს, როგორ უნდა მერჩივნოს რუსეთთან სიახლოვე ევროპასთან დაახლოვებას? პირველმა ზიანის და განადგურების მეტი არაფერი მოუტანა ჩემს ხალხს და ეკლესიას, ხოლო მეორემ სამშობლოდან იძულებით ევროპაში წამოსულ ჩემს ხალხს ევროპის ქალაქებში საკუთარი ეკლესიები დაუთმო მართლმადიდებლური წირვა-ლოცვისთვის, ჩემს ქვეყანაში კი ქართული ტაძრების და სიწმინდეების აღდგენა-გადარჩენას აფინანსებს ევროპელი ხალხის ფულით. ვინმეს შეუძლია მიზეზი მითხრას, რატომ უნდა მერჩივნოს ბოროტი ჩრდილოეთი დასავლეთის კულტურულ და ჰუმანურ ცივილიზაციას?", - წერს დეკანოზი.