საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანი აირჩია. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, იოსელიანს მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა.
კანონმდებლებმა სახალხო დამცველი 6 წლის ვადით აირჩიეს.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურა საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა" წარადგინა.
იოსელიანს 6 მარტს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press