მინდა საგანგებოდ მივმართო ქართველ ხალხს - ვკარგავთ სამშობლოს, გამობრძანდით გარეთ - უნდა დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა თქვა, ქვეყნის გადასარჩენად, საჭიროა, მმართველი პარტიის წინააღმდეგ ყველა პოლიტიკური პარტიისა და ხალხის კონსოლიდაცია.
"დღეს ატარებენ კრემლის ინტერესებს ოფიციალურად საკანონმდებლო დონეზე. ის, რომ ამ კანონის გარეშეც არიან რუსეთში და არიან რუსები, ეს ყველამ კარგად ვიცით; ის, რომ ამ კანონის გარეშეც ეს ხალხი კრემლის ინტერესებს წლებია ატარებს, ეს ყველამ კარგად ვიცით; ის, რომ არც ერთი რუსი აგენტი, ჯაშუში ე.წ. ქართული ოცნების პირობებში არ დაუკავებიათ, ეგეც კარგად ვიცით; რატომ არ დაუკავებით, ეგეც ვიცით. იმიტომ, რომ დღეს აწერენ ხელს, რომ თავად არიან ჯაშუშები, თავად არიან პუტინისტები და კრემლისტები.
მინდა საგანგებოდ მივმართო ქართველ ხალხს - ჩემო მეგობრებო, ყოველგვარი პარტიული მიკერძოება და გემოვნება გადადეთ გვერდზე იმიტომ, რომ ვკარგავთ სამშობლოს და თითოეული ქართველის ხელშია ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მომავალი, შვილები, ბედი. მოგიწოდებთ, ჯერ კიდევ ვინც სახლში ხართ, გამობრძანდით გარეთ - უნდა დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად... მოგიწოდებთ ყველას - არც ერთი არ დარჩეთ სახლში, არც ერთი არ დარჩეთ ტელევიზორებთან და ერთად ვიბრძოლოთ პუტინისტების წინააღმდეგ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტთან ამ წუთებში "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს დაიწყო.
კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ორივე საკომიტეტო მოსმენა აქციების ფონზე მიმდინარეობდა.
ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა.
კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press