პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ წუთებში "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მანქანის გამოყენება დაიწყეს.
ადგილზე სპეცრაზმის მანქანებისა და სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.
საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალების წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილი.
"უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს დაიწყო.
ცნობისთვის, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.
ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა.
კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია".
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press