Foto

პრეზიდენტი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტზე - პირველივე დღიდან ვთქვი, რომ მე დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს

პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ მე დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს,- ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა,სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირთან მიიყვანოს და ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული.

„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონ. ვდგავარ აქ, ნიუ იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც დღემდე მოვედით და მე ვარ დღეს თქვენს გვერდით, იმიტომ რომ დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენ შემდეგ თაობებს, ყველას, ეს მომავალი არის ის, რასაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები ვამზადებდით ჩვენც და ამიტომ, არავის არ აქვს უფლება, წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი. არავის არ აქვს უფლება, რომ დააგოს მახეები.

ეს კანონი, რომელიც არავის არ ჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდისთუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი, როგორი ფორმითაც გინდათ და არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში დ ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის თუ რა ტიპის კანონია ეს.

პირველივე დღიდან მე ვთქვი, რომ მე დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მუხლობრივი მისი განხილვა და არ მაინტერესებს მისი მსაგვსება ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რაიმეს ესმახურება. მე მაინტერესებს, მხოლოდ საქართველოს მომავალი და მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა საქართველოს ინსტიტუტი ვალდებულია და პირველ რიგში მე, ასევე მთავრობა, ხელისუფლება, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირთან, რომ ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული და დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპისგან.

მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ვინც წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში, ან ამერიკაში, რას ვიცავთ ან რას წარმოადგენთ, თუ არა ამ ევროპულ მომავალს? ჩვენ ყველა ერთად, ახალგაზრდები, ვინც იქ ხართ, მე, როცა აქ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს და მექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები ან გაეროს ტრიბუნიდან როცა იმავეს ვამბობ. ვამბობთ იმას, რომ არ გვინდა ის კანონი, რომელიც უაზრო არის, თუ არა მისი აზრი, რომ ჩამოგვაშოროს ევროპას. ყველანი ერთად ვართ დღეს, ხვალ ერთად ვიქნებით და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ თქვენ, იმიტომ რომ ეს პირობა მე ჩემ თავს დავუდე დიდი ხნის წინ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.