"რაც შეეხება „მაიდანთან“ შედარებას, პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა.
„რა მოუტანა „მაიდანმა“ უკრაინას? მეორე წელსვე უკრაინას ჰქონდა ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი, ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი, ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, არის ამ ქვეყანაში. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიის 20% დაკარგა უკრაინამ - ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომლებსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი. ჩვენ ვიმოქმედებთ არა რადიკალების დღის წესრიგით, არამედ ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში პარლამენტთან გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისში განვითარებული მოვლენები მას 2013-2014 წლებში უკრაინაში „მაიდანის“ დროს ახსენებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press