ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ - ქვეყნის 12 ქალაქში ქალების მარში გაიმართა. ქალთა მოძრაობის წევრებმა მსვლელობა "პირველი რესპუბლიკის მოედნიდან" პარლამენტის შენობამდე გამართეს, რის შემდეგაც საზოგადოებას რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ მანიფესტი გააცნეს.
"ტრადიციულად, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობა ყურადღებას ვამახვილებთ მიმდინარე გამოწვევებზე - ფემიციდზე, პოლიტიკაში ქალების ჩართულობის ხელშეწყობაზე, ოჯახში ძალადობაზე, ადრეულ ქორწინებაზე და ა.შ.
დღეს, ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ გაუპატიურების ხარვეზიან კანონპროექტზე, შრომით უფლებებზე, ეკონომიკურ ძალადობაზე და სხვა სისტემურ პრობლემებზე, მაგრამ რუსული კანონპროექტი, რომლის დაკანონებასაც საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, გვიზღუდავს მოქმედების არეალს.
ჩვენ, ქალები, ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც, სტუდენტები და მშრომელები, რეგიონებში მცხოვრები, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, ემიგრანტები, იძულებით გადაადგილებული ქალები, შშმ პირები და მათი მშობლები, მარტოხელა თუ მრავალშვილიანი დედები, ძალადობაგამოვლილი ქალები დღეს ერთხმად ვუცხადებთ მხარდაჭერას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებიც მუდმივად დგანან ჩვენი უფლებებისა და საჭიროებების სადარაჯოზე",- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press