Foto

სპეცრაზმა რუსთაველზე აქციის მონაწილეთა დაშლა რამდენიმეჯერ უშედეგოდ სცადა

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას კვლავ ცდილობს. სპეცრაზმი მომიტინგეების მისამართით იყენებს წყლის ჭავლს.

რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე ფორმიანები შევარდნენ და რამდენიმე პირი ძალის გამოყენებით გაათრიეს. 04:00 საათის მდგომარეობით სასტუმრო "თბილისი მერიოტის" და რუსთაველის თეატრის წინ, სამართალდამცველებმა ისევ გაუშვეს წყლის ჭავლი და მხუთავი აირი. ჯორჯაძის, ჭანტურიას, ლესია უკრაინკას ქუჩებზე, სამართალდამცველები გაზის შაშხანებს ისვრიან.

წლის ჭავლის სპეცტექნიკა, წინ მეტრო რუსთაველისკენ მიემართება და გზად საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ათავისუფლებს. ამასთან რამდენიმე წუთია რობოკოპები უშვებენ ცრელმსადენი და მხუთავი გაზის გაშვებას არ წვეტენ. 

05:00 საათზე დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა ისევ გამოიყენეს. წყლის ჭავლის მანქანა მათ დაშლისკენ ამ დრომდე მოუწოდებს და აფრთხილებს: "მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები".

მიუხედავად იმისა, რომ სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეები ოპერის და ბალეტის თეატრამდე ჩაწია, ისინი უკან დაბრუნდნენ და აქციას "რუსთაველის თეატრის" ასევე სასტუმრო "თბილისი მერიოტის" წინ აგრძელებენ,  რუსთაველის გამზირზე დარბეულ დემონსტრანტებს, მოქალაქე ცხელ ჩაის ურიგებს.

მომიტინგეები ცდილობენ, თავი სკამებით, ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა ნივთებით შექმნილი ბარიკადებით დაიცვან. „შეჩერდით!“, - ისმის შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.