რუსთაველის გამზირზე რობოკოპებმა და სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეები საბოლოოდ დაშალეს. მომიტინგეთა დევნის ოპერაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტიდან" დაიწყო, გზად პოლიციელებმა დაიწყეს მოქალაქეების დაკავება, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით დაკავების ფაქტებიც იყო.
აქციის მონაილეთა დაკავება ასევე მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის პარალერულ ქუჩებზეც.
სპეცრაზმმა გაარღვია და აიღო ბარიკადებიც, რომელიც მანამდე პროტესტის მონაწილეებმა აღმართეს სხვადსხვა ნივთის, მათ შორის საზოგადოებრივი სკამებისა და ნაგვის ურნების გამოყენებით.
აქციის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებიან, სადაც მათ პოლიცია თსუ-სკენ მსვლელობის დროს წამოეწია. მშვიდობიანი მოქალაქეები სკანდირებენ: "საქართველო", "არა რუსულ კანონს" და პოლიციის წინ ხელებაწეულები დგანან.
მანამდე აქციის მონაწილეები მეტრო "რუსთაველთან" იყვნენ. მათ ადგილზე ნაგვის ურნებისგან ბარიკადები აღმართეს. ადგილზე იწვის ნაგვის ურნები და სხვადასხვა ნივთი. აქციის მონაწილეების ნაწილი კი კოსტავას ქუჩაზე გადავიდა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press