ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისა და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება, - ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის გაწვევას.
როგორც კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საყოველთაო პროტესტის მთავარი შედეგი, ქართულ პოლიტიკაში, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის პირველი ყველაზე ხმამაღალი სიტყვა იყო.
"ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისა და დასავლური დემოკრატიული კურსის ერთგულება. და მაინც, 2023 წლის 7-8 მარტის მართლაც და საყოველთაო პროტესტის მთავარი შედეგი იყო დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობის პირველი ყველაზე ხმამაღალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში", - წერს კვირიკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press