საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი არიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდების შესახებ პირობა შეასრულოს და 7-8 მარტის აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლოს.
შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია. კანონპროექტის გამოთხოვის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7-8 მარტს გამართულ აქციები წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაშალა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press