Foto

ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს

ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, 69 წლის სი ძინპინი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) 3 000-მა წევრმა დაუჭირა.

კენჭისყრა, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ელექტრონული დათვლა კი, 15 წუთი გაგრძელდა.

სი ძინპინი ჩინეთის პრეზიდენტად 5 წლის ვადით აირჩიეს.