არ უნდა გავჩერდეთ, სანამ მარტო რუსული კანონი კი არა, რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება, - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დროა, საქართველო დაბრუნდეს შინ - ევროპაში.
"არ უნდა გავჩერდეთ, სანამ მარტო რუსული კანონი კი არა, რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება და არ გვეყოლება ქართული, ევროპული ხელისუფლება; სანამ არ ვიქნებით შინ - ევროპაში. ამიტომ, ჩვენ, პოლიტიკოსები, ვინც ვემორჩილებით თქვენს ნებას და ვიქნებით თქვენი ნების გამომხატველები და აღმასრულებლები, გავიშლებით საქართველოს თითოეულ ქალაქსა თუ სოფელში, მივალთ თითოეულ ქუჩაზე და დაველაპარაკებით ყველას იმისთვის, რომ ამ წუთიდან ერთობლივად, გამჭვირვალედ შევასრულოთ ის გეგმა და გავიაროთ ის გზა, რომლითაც დავბრუნდებით შინ - ევროპაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა.
ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.
პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.
ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press