უმჯობესია ბედნიერება ეძებო იქ, სადაც შენი ქვეყნის დროშას არ წვავენ, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებს, რომლის მიხედვითაც, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის პროტესტის ფონზე, რუსეთის მოქალაქეები საქართველოდან, ლარსის გამშვები პუნქტის მეშვეობით, სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ.
პესკოვი მიიჩნევს, რომ აქციების პარალელურად, რუსების მიერ საქართველოს დატოვება ტენდენციურ ხასიათს არ მიიღებს და რომ არიან მოქალაქეები, რომლებმაც ქვეყანა მართლაც დატოვეს, თუმცა მათი რაოდენობის გაზვიადება "საჭირო არ არის".
"ისინი გადაადგილებაში თავისუფალნი არიან და მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს. ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ, სამშობლოა. არავინ უშლის მათ ბედნიერების სხვაგან ძიებაში ხელს, მაგრამ უმჯობესია, ბედნიერება ეძებო იქ, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ", - ამბობს პესკოვი.
შეგახსენებთ, რომ "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ, 7, 8 და 9 მარტს, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციებზე აქტივისტებმა რუსეთის ფედერაციის დროშა არაერთხელ დაწვეს.
მასშტაბური პროტესტის შედეგად, დღეს, 10 მარტს პარლამენტმა ორი დღის წინ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ჩააგდო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press