რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართავში უკრაინის მიერ ფიზიკური და იურიდიული კომპანიების წინააღმდეგ გუშინ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით თავს დაიცავს.
„ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, თუმცა ერთი მიზნით - გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს არაფერი ადამიანური. ნანგრევები, ნამტვრევები, მიწაზე ჭურვებისგან დატოვებული ღრმულები - ეს რუსეთის ავტოპორტრეტია, რომელსაც ის ხატავს იქ, სადაც მის გარეშე ნორმალური ცხოვრება სუფევს. რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, სასჯელის, რომელსაც კრემლი ვერ შეაჩერებს.
გადავდგით ახალი სასანქციო ნაბიჯი ბოროტების სახელმწიფოსთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნებულია. ეს 280-ზე მეტი კომპანიაა და 120 ადამიანი, რომლებიც სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული სქემებით უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდნენ. ეს გადაწყვეტილება გარკვეული დროის განმავლობაში მზადდებოდა. ეს არ არის ასეთი უკანასკნელი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press