ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, ძალიან მნიშვნელოვანი, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ".
როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ექსპრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით "ყველა ერთსულოვანია", თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ დამდგარა.
"ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, რომ მოგეხსენებათ, ჩვენი ზოგიერთი გადაწყვეტილების მიმღები არის მოქალაქე საფრანგეთის. ყველა ერთსულოვანია ამ საკითხში, განსხვავებული აზრი მე არ მომისმენია. ჩამოთვლიან ამ დიაგნოზებს და ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სასწრაფოდ არის საჭირო შველა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი მე ვერ დავინახე. მთალინობაში, ძალიან ცუდი მდგომარეობაა - წევს ადამიანი, ვერ მოძრაობს, ჭამს მინიმალურს", - ამბობს გიული ალასანია.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალ, 13 მარტს ენმ-ის წარმომადგენლობა, პეტრე ცისკარიშვილისა და გიორგი ჩალაძის ხელმძღვანელობით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგში გაემგზავრება და შეხვედრებს გამართავს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press