ჩვენ ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს, Ukrinform-ის მედიაცენტრში განაცხადა.
მერაბიშვილმა გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსიის დროს აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების მთავარი მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იქნება.
„ჩვენ ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები. ჩვენი მთავარი მიზანია ხელისუფლების შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, რომ უკრაინა არ იყოს მარტო, რადგან ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ. ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვიზეიმოთ არა მხოლოდ რუსეთზე გამარჯვება, არამედ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზაფხული და ზაფხული საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press