რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა ყველაზე ცუდი სამსახურია, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მასობრივი საპროტესტო აქციებისა და ხელისუფლების შეცვლის საკითხებზე შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას.
როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მერაბიშვილის აზრი აინტერესებთ მათ, ვინც ოპოზიციაში არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი გავლენების მოსაპოვებლადაა.
"ვანო მერაბიშვილი საუბრობს როგორ უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რა უნდა მოხდეს. ვანო მერაბიშვილის აზრი აინტერებს ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც ოპოზიციაშია არა ქვეყნის მომავლისთვის, არამედ პირადი ინტერესების უზრუნველსაყოფად და პირადი გავლენების მოსაპოვებლად.
სხვა დროა, სხვა პროცესია, სხვა პროტესტია, სხვა ხალხია და შედეგიც აუცილებლად იქნება სხვა! რუსეთისა და “ქართული ოცნების” პროპაგანდისთვის საკვების მიცემა არის ყველაზე ცუდი სამსახური, რაც შეიძლება გაუწიო ახლა საქართველოს დემოკრატიულ მოძრაობას და მრავალფეროვან საზოგადოებას, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ", - წერს ნიკა მელია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს, Ukrinform-ის მედიაცენტრში გლობალური ინიციატივის - SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსიის დროს თქვა, რომ იგეგმება მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყება. მერაბიშვილის განცხადებით, აქციების მთავარი მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იქნება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press