ხარკოვის ოლქში აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ქალაქ კუპიანსკის სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სინეგუბოვის განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, ბავშვებიანი ოჯახებისა და შშმ პირების ევაკუაცია ხორციელდება.
"კუპიანსკის მიმართულება ახლა ყველაზე ცხელი წერტილია, ფრონტის ხაზი გადის იქ და მტერი მუდმივად ცდილობს ჩვენი სამხედროების პოზიციებზე თავდასხმას. ამიტომ, ჩვენ გამოვაცხადეთ სავალდებულო ევაკუაცია", - ამბობს სინეგუბოვი.
მისივე თქმით, ყველა ევაკუირებული პირი ჰუმანიტარულ დახმარებას და ხარკოვის რეგიონის შედარებით უსაფრთხო რაიონებში ან რეგიონის გარეთ უფასო საცხოვრებელს იღებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press