ევროპარლამენტმა სააკაშვილის შესახებ თავისი სამარცხვინო რეზოლუციით პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა და გვითხრა, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი აგენტი გადაარჩინონ და გაიყვანონ ციხიდან, ეს ასე არ მოხდება -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"ამ ადამიანმა [მიხეილ სააკაშვილი] მთელ მსოფლიოში ლობისტური კომპანიები დაიქირავა. მხოლოდ აშშ-ში, ოფიციალურად მილიონი დოლარი აქვთ გადახდილი, რაც რეგისტრირებულია ისევ ამ კანონის მეშვეობით, FARA-ს კანონით, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო. აი, ამ კანონის მოქმედების შედეგად, ჩვენ გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დედამისის მეშვეობით ლობისტები დაიქირავა და მათ საქმიანობაში მილიონი დოლარი გადაიხადა. მათ შორის, ევროპაშიც. ევროპარლამენტზე მაქვს საუბარი, თქვენ მათ რეზოლუციაზეც მკითხეთ. სჯობს, ევროპარლამენტმა თავის თავს მიხედოს. კორუფციის სკანდალში 100 ევროპარლამენტარია გახვეული. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას? ამ არეულობის დროს, როცა სპეცრაზმს, პოლიციასა და აგრესიულ ბრბოს შორის დაპირისპირება გახურებული იყო, რამდენიმე ევროპარლამენტარი გამოდიოდა და ამბობდა, რომ აქ რეჟიმის შეცვლა და დამხობა იყო საჭირო. ეს არის ანტიდემოკრატიული. " -აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press